შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2015 წლის ვეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. საფრანგეთში გასამართ ტურნირზე დარჩენილი ოთხი ეროვნული ნაკრების ვინაობა შემდეგ წყვილებში გაირკვევა:
უკრაინა – სლოვენია
შვედეთი – დანია
ბოსნია – ირლანდია
ნორვეგია - უნგრეთი
ბოსნია, უკრაინა, შვედეთი და უნგრეთი განთესლითა კალათაში იმყოფებოდნენ, ხოლო დანია, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია – განუთესავთა კალათაში.
პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 12, 13 და 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 15, 16, 17 ნოემბერს შედგება.
ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი საგზური 19-მა გუნდმა მოიპოვა, ესენი არიან: ჩეხეთი, ისლანდია, ბელგია, უელსი, ესპანეთი, სლოვაკეთი, გერმანია, პოლონეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, რუმინეთი, ავსტრია, რუსეთი, იტალია, ხორვატია, პორტუგალია, ალბანეთი და საუკეთესო მესამე ადგილოსანი თურქეთი. მეოცე გუნდი კი მასპინძელი საფრანგეთის ნაკრებია.