საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკი”, რომელსაც 4 ტურის თავზე 3 გამარჯვება გააჩნია.
ქართველი უკანახაზელის კლუბი ამჯერად “ნანტერს” ესტუმრა და იოლად – 76:56 მოიგო. ცინცაძემ მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
გიორგიმ ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში 19 ქულით მარკუს დავი გამოირჩა, ენდრიუ ალბისიმ 16 ქულა მიითვალა, ხოლო სტივენ გრეის და პაპე სის აქტივში 13-13 ქულაა.
“ვილერბანთან”, “შალონთან” და “მონაკოსთან” ერთად, “გრაველინ-დიუნკერკი” მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს, ისევ სტუმრად, “ლე მანთან” ჩაატარებს.