ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში გამართული 10-ათასიანი ტურნირი მოიგეს.
პირველ ნომრად განთესილი ქართველები ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ყაზახურ-რუსულ დუეტს (კერიმბაიევა-ლაზარევა) გაეჯიბრნენ და 7:5, 6:2 სძლიეს.
გორგოძეს (მე-2) ერთეულთა თანრიგში გამარჯვების შანსიც ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტი მატჩი იმავე კერიმბაიევასთან (მე-4) 2:6, 2:6 წააგო.
შიმკენტის ვაჟთა 15-ათასიანი ტურნირის ფინალში ალექსანდრე მეტრეველი (მე-2) პირველ ნომრად განთესილ ყაზახ დმიტრი პოპკოსთან 4:6, 0:2-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.