ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა “ბარსელონას” შემადგენლობაში პირველი პოკერი შეასრულა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა “რაიოსთან” მოგებულ პრიმერადივიზიონის მატჩში (5:2) გოლები 22-ე, 32-ე, 69-ე და 70-ე წუთებზე გაიტანა.
ამავდროულად, ნეიმარი ლიონელ მესის, საუელ ეტოოს და პატრიკ კლუვერტის შემდეგ გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში “ბარსელონას” რიგებში პოკერი შეასრულა.