ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის პირველ სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ოთხში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებმა ითამაშეს.
მადრიდის “რეალმა” შინ “ლევანტე” მიიღო და მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად, იოლად დაამარცხა. ანგარიში 27-ე წუთზე მარსელომ გახსნა, რომელმაც ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა, ხოლო სამ წუთში კრიშტიანო რონალდუმ შორი მანძილიდან შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა და ლა ლიგაში მშრალი სერია შეწყვიტა. მადრიდელებმა მესამე გოლის გატანა შეხვედრის ბოლოს მოახერხეს, შეცვლაზე შემოსულმა ხესემ კარგად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. აღსანიშნავია, კეილორ ნავასის მორიგი კარგი მატჩი, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ყოფილ გუნდს არ გაატანინა.
კიდევ, თამაშის წინ კრიშტიანო რონალდუმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებულ პუბლიკას წინა სეზონში მოგებული ოქროს ბუცი წარუდგინა.
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბთაგან დღეს მხოლოდ “სევილიამ” ვერ მოახერხა გამარჯვება, რომელიც გასვლაზე “ეიბარს” დაუზავდა. ანდალუსიელები პირველი ნახევრის შემდეგ, ბასტონის გოლით სულაც აგებდნენ, მაგრამ კევინ გამეირომ 71-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.
ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის არყოფნაში “ბარსელონას” ლიდერობა საკუთარ თავზე ნეიმარმა აიღო, “რაიო ვალეკანოს” პოკერი შეუსრულა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში 8 გატანილი გოლით დაწინაურდა. სტუმრები მე-15 წუთზე გერამ დააწინაურა, რასაც 22-ე და 32-ე წუთებზე ნეიმარის ზუსტი პენალტები მოჰყვა და “ბლაუგრანამ” პირველი ნახევარი 2:1 მოიგო.
მეორე ტაიმში ნეიმარმა უკვე თამაშიდან მოახერხა გოლის გატანა. მან 69-ე და 70-ე წუთებზე იხეირა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 77-ე წუთზე თავისი გოლი ლუის სუარესმაც გაიტანა, ხოლო 86-ე წუთზე სხვაობა ხოზაბედმა შეამცირა – 5:2. მართალია კატალონიურმა გრანდმა დამაჯერებლად იმარჯვა, თუმცა დაცვა კვლავაც არადამაჯერებლად გამოიყურება. კლუბმა 8 მატჩში 11 გოლი გაუშვა და ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ ექვს გუნდს აქვს.
როგორც იქნა, დამაჯერებლად იმარჯვა “ვალენსიამ” და თამაშში ერთ გოლზე მეტის გატანა მოახერხა. მართალია “ღამურების” თამაშის ხარისხი იდეალურისგან კვლავ შორს იყო, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით ისინი ბევრად კარგად გამოიყურებდნენ, რაც შედეგზეც აისახა. წინა ტურში “სოსიედადთან” ჰეთ-თრიკის შემსრულებელ ჩარლესს მე-19 წუთზე ბურთი საკუთარი კარის მიმართულებით აეჭრა და ანგარიში ასე გაიხსნა. 33-ე წუთზე ანდრე გომეშმა შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით სხვაობა გაზარდა. 39-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, ადერლან სანტოსს ბურთი მკერდზე მოხვდა, თუმცა მსაჯი შეცდა, ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, რომელიც დუდას შესანიშნავად მოთამაშე ხაუმე დომენეშმა არ გაატანინა. შეხვედრის ბოლოს ალეხანდრო ერნანდესმა უკვე კამენის კარის მიმართულებით დანიშნა პენალტი – შეცვლაზე შემოსულმა დანილო ბარბოსამ სოლო რეიდი განახორციელა და საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, 11-მეტრიანი დანიელ პარეხომ შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” “ესპანიოლი” მიიღო და მოულოდნელად, უშანსოდ დამარცხდა. “თუთიყუშებიდან” სანჩესმა, როკომ და კაისედომ გამოიჩინეს თავი, ხოლო მასპინძელთაგან 89-ე წუთზე რენელიამ მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა – 1:3.
რეალი – ლევანტე 3:0 (2:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანე, ნაჩო, მარსელო, დანილო, კასემირო, კროოსი, კოვაჩიჩი (მ.ლორენტე 77) რონალდუ, ისკო (ხესე 69), ბეილი (ვაზკესი 46).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
ლევანტე (5-3-2): რუბენი, სიმაო, ხუანფრანი, ფედალი, მორალესი, ტონიო, კასადედუსი, ხოსე მარი (ლერმა 62), კამარასა, დეივერსონი (რ.გარსია 75), როჟერი (გილასი 53).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 მარსელო (27), 2:0 რონალდუ (30), 3:0 ხესე (81)
გაფრთხილებები: კოვაჩიჩი – ფედალი, მორალესი, დეივერსონი, ხოსე მარი
მსაჯი: ხოსე სანჩესი
ეიბარი – სევილია 1:1 (1:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, რამისი (პანტიჩი 58), ხუნსა, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ადრიანი (ენრიჩი 83), ინუი, ბერხონი (კეკო 70), ბასტონი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, ტრემულინასი, კოკე, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი (ბანეგა 68), იბორა, ვიტოლო, რეიესი (კონოპლიანკა 56), გამეირო (იმობილე 84).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 ბასტონი (8), 1:1 გამეირო (71)
გაფრთხილებები: ხუნსა, დ.გარსია – ნ’ზონზი, იმობილე, კოკე
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბარსელონა – რაიო ვალეკანო 5:2 (2:1)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში (დუგლასი 78), რობერტო, ბუსკეტსი (გუმბაუ 78), რაკიტიჩი, რამირესი (ელ ჰადადი 56), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ზე კასტრო, დ.ლორენტე, რაცი, ნ.მარტინესი (დორადო 46), ტრაშორასი, ებერტი, ბებე (ემბარბა 71), ხოსაბედი, ბანგურა, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 0:1 გერა (15), 1:1;2:1;3:1;4:1 ნეიმარი (22;32;69;70), 5:1 ლ.სუარესი (77), 5:2 ხოზაბედი (86)
გაფრთხილებები: პიკე - დ.ლორენტე, დორადო
მსაჯი: პერეს მონტერო
ვალენსია – მალაგა 3:0 (2:0)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, მუსტაფი, ა.სანტოსი, გაია, კანსელო, ფუეგო, პარეხო, გომეში (ბარბოსა 80), პიატი (ბაკალი 65), მინა (ფეგული 73), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
მალაგა (4-4-2): კამენი, ველიგტონი, ანხელერი (ალბენტოსა 32), როსალესი, მ.ტორესი, ფორნალსი, კამაჩო, ხ.კარლოსი (ტიგადუინი 66), დუდა, ჰორტა (ჩოპი 46), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლები: 1:0 ჩარლესი (19 ს.კ.), 2:0 გომეში (33), 3:0 პარეხო (88 პენ.)
გაფრთხილებები: ფუეგო, მინა, პარეხო – ანხელერი, როსალესი, ალბენტოსა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
39-ე წუთზე დუდამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ბეტისი – ესპანიოლი 1:3 (0:1)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ბ.გონსალესი, ვესტერმანი, პიცინი, პეტროსი (ვან ვოლფსვინკელი 54), ნ’დიაიე, სეხუდო (სებალიოსი 46), პორტილიო (რენელია 69), ხოაკინი, რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, არბილია, ა.გონსალესი, როკო, ფუენტესი, ვ.სანჩესი (სევილია 86), კანიასი, ასენსიო (ხ.ლოპესი 81), ჰ.პერესი (მონტანესი 71), ვ.ალვარესი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1 როკო (4), 0:2 კაისედო (51), 0:3 ვ.სანჩესი (55), 1:3 რენელია (89)
გაფრთხილებები: პორტილიო, სებალიოსი – ჰ.პერესი, არბილია, კაისედო, ვ.სანჩესი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა