ფეხბურთი

1:30 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძლიერებმა იოლად იმარჯვეს, კლოპმა ფრით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონატი მე-9 ტურის პირველ სათამაშო დღეს რვა შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევდა.

პირველი რაღა თქმა უნდა “ტოტენჰემისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებაა. ამ კლუბების ჯახი ყოველთვის საინტერესოა, თუმცა დღეს “უაით ჰართ ლეინისკენ” ორმაგად გახლდათ მაყურებლის ყურადღება მიპყრობილი, რადგანაც სტუმართა რიგებში დებიუტი ჰქონდა გერმანელ სპეციალისტს იურგენ კლოპს, რომელმაც ბევრი ტრავმირებულის პირობებში ახალი გუნდი ნორმალურად ათამაშა და პრემიერლიგაში პირველი ქულა მოიპოვა. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა შეხვედრა ბევრი მომენტებით დახუნძლული არ გახლდათ და შედეგს არალოგიკური არ ეთქმის – 0:0.

ტურის მეორე გამორჩეული შეხვედრა “გუდისონ პარკზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, უშანსოდ განადგურდა. “გუდისონ პარკზე” გამართული ამ კლუბების ბოლო სამი დაპირისპირება მერსისაიდულ კლუბს ჰქონდა მოგებული, თუმცა დღეს სტუმრებმა ძალიან იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მორგან შნეიდერლენმა და ანდერ ერერამ შეხვედრის საწყის მეოთხედშივე მოუპოვეს “იუნაიტედს” დიდი უპირატესობა, ხოლო მეორე ნახევარში ყოფილ გუნდს უეინ რუნიმ გაუტანა – 0:3.

ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, პრემიერლიგაში შესანიშნავად გამოიყურება ლონდონის “არსენალი”, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო სამბურთიანი სხვაობით. არსენ ვენგერის შეგირდებმა გასვლაზე “უოტფორდის” გატეხვა ერთი საათის შემდეგ მოახერხეს, ანგარიში ალექსის სანჩესმა 62-ე წუთზე გახსნა, რასაც ოლივიე ჟირუსა და აარონ რემსის გოლები მოჰყვა – 0:3. “მეთოფეებმა” ბოლო სამ მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხეს და მე-2 ადგილზე არიან.

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” დებიუტანტ “ბორნმუთს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. მასპინძელთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა, ხოლო ვილფრიდ ბონიმ დუბლი გაიფორმა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა მურეიმ მოახერხა.

ლონდონის “ჩელსიმ” შინ “ასტონ ვილა” მიიღო და სამი ქულის აღება მოახერხა, რითაც სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა. ანგარიში დიეგო კოშტამ გახსნა, ხოლო მეორე გოლი ალან ჰატონს საკუთარ კარში გაატანინა – 2:0.

“ვესტ ბრომვიჩმა” შინ “სანდერლენდს” მოუგო, ხოლო “ლესტერმა” “სენტ მერიზე” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ვარდის დუბლით “საუთჰემპტონს” ქულა წაართვა.

ტოტენჰემი – ლივერპული 0:0

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, ალი, დემბელე, ლამელა (თაუნსენდი 87), ჩადლი (ნჯიე 11), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, შკრტელი, სახო, მორენო, კლაინი, ლეივა, ჩანი, ლალანა (ალენი 81), კოუტინიო (აიბი 87), მილნერი, ორიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გაფრთხილებები: ლამელა – მილნერი, ლეივა
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ჩელსი – ასტონ ვილა 2:0 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, ზუმა, აზპილიკუეტა, ბაბა, რამირესი, ფაბრეგასი, ლოფტუს-ჩეკი (მატიჩი 46), ვილიანი (რემი 92), პედრო (აზარი 83), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი, რიჩარდსი, ლესკოტი, ჰატონი, რიჩარდსონი (ამავი 64), გაიე, ვესტვუდი, ჯ.აიუ (ტრაორე 68), გრელიში, ხილი, ჟესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 კოშტა (34), 2:0 ჰატონი (54 ს.კ.)
გაფრთხილებები: ვილიანი – ჯ.აიუ, რიჩარდსონი, გრელიში
მსაჯი: როჯერ ისტი

კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 1:3 (1:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, ჰანგელანდი, სუარე, კელი, მაკარტური (იედინაკი 63), კაბაიე (ლედლი 77), ზაჰა (საკო 46), პანჩონი, ბოლასი, გაილი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი, ნობლი (კეროლი 62), კუაიტე, მოზესი (ზარატე 74), პაიე, ლანცინი, სახო (იელავიჩი 85).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ჯენკინსონი (22), 1:1 კაბაიე (25 პენ.), 1:2 ლანცინი (88), 1:3 პაიე (94)
გაფრთხილებები: გაილი, იედინაკი – ტომკინსი, პაიე, იელავიჩი
გაძევება: გაილი (44)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მანჩესტერ სიტი – ბორნმუთი 5:1 (4:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, ზაბალეტა, სანია, ტურე (ფერნანდო 46), ფერნანდინიო, დე ბრუინი (ნასრი 62), ნავასი, სტერლინგი (აიჰენაჩო 78), ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ბორნმუთი (4-4-1-1): ფერერისი, დისტინი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი (პუგი 78), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი, ო’კეინი (მაკდონლდი 65), მურეი (კინგი 74).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0;3:1;4:1 სტერლინგი (7;29;45+3), 2:1 მურეი (22), 2:0;5:1 ბონი (11;89)
გაფრთხილებები: სანია, ოტამენდი – რიტჩი
მსაჯი: მაიკლ დინი

ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:3 (0:2)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, გალოვეი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, ლენონი (დეულოფეუ 73), ნეისმიტი (კონე 46), ბარკლი. ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი, როხო, შვაიშტაიგერი (კერიი 74), შნეიდერლენი, ერერა (ფელაინი 81), მატა (ლინგარდი 46), რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 შნეიდერლენი (18), 0:2 ერერა (22), 0:3 რუნი (62)
გაფრთხილებები: კოულმენი, ლუკაკუ – შვაინშტაიგერი, როხო
მსაჯი: ჯონათან მოსი

საუთჰემპტონი – ლესტერი 2:2 (2:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, სოარეში (იოშიდა 60), ბერტრანი, ს.დევისი (კლასი 60), ვანიამა, ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 75), უარდ-პროუსი, მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, შლუპი (დაიერი 46). ოკაზაკი (მაჰრეზი 46), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 ფონტე (21), 2:0 ვან დეიკი (37), 2:1;2:2 ვარდი (66;91)
გაფრთხილებები: ვანიამა, ბერტრანი
მსაჯი: პოლ ტერნი

ვესტ ბრომვიჩი – სანდერლენდი 1:0 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, მაკოლი, ევანსი, ბრანტი, დოუსონი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, სესენიონი, ბერაჰინო (გარდნერი 79), რონდონი (ლამბერტი 71).
მწვრთნელი: ტონი პულისი

სანდერლენდი (4-4-2): პანტელიმონი, ქაბული, ოში, იედლინი, ჯონსი, ლარსონი (ჯონსონი 61), გომესი (დეფო 71), მ’ვილა, კატერმოლი, ს.ფლეტჩერი (გრემი 75), ბორინი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლი: ბერაჰინო (54)
გაფრთხილებები: დოუსონი, იაკობი - პანტ–ლიმონი, ბორინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

უოტფორდი – არსენალი 0:3 (0:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როადი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ნოიმი (ბერგუისი 69), აკე, უოტსონი, კაპუ, ანია (პარადესი 81), დინი, აბდი (იბარბო 75), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, ოზილი (არტეტა 81), სანჩესი (ჩემბერლენი 80), რემსი, უოლკოტი (ჟირუ 64).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 სანჩესი (62), 0:2 ჟირუ (68), 0:3 რემსი (74)
გაფრთხილებები: ნიომი, იგალო – მერტესაკერი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

0.151592