ფეხბურთი

0:12 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძემ "ფეიერენსე" მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, ცხადაძემ ალბანეთში გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში არ უთამაშია ჯაბა კანკავას. საქართველოს ნაკრების კაპიტნის უთამაშებლობის მიზეზი კი დისკვალიფიკაციაა. ხოლო მის გარეშე “რეიმსმა” შინ “კაენთან” წააგო (0:1). “რეიმსი” ლიგა 1-ში 10 თამაშში მოპოვებული 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

იტალიის სერია A-ში ისევ არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმას მკურნალობს, თუმცა როგორც ივარაუდება, მომავალ ტურში უკვე თამაში შეეძლება. მისი თანაგუნდელები კი რომში, “რომასთან” (1:3) დამარცხდნენ. “ემპოლის” 8 თამაშში 7 ქულა გააჩნია და მე-16-ეა.

ბელგიის იუპერ ლიგაში არ გამოჩენილან თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია. “გენკმა” კი მათ გარეშე “ბევერენს” მისსავე მოედანზე აჯობა 1:0 და თავი 17 ქულას მოუყარა, რითაც 10 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგაში “რუბინის” რიგებში 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია, რომლის გუნდმაც სახლში “უფას” (3:1) მოუგო. ყაზანელებს 12 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-12 ადგილი უკავიათ.

პორტუგალიის თასის მესამე ეტაპზე გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” “ფამალისაოს” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში (5:4) აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო თავად ქართველმა მეკარემ ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მან ჯერ მეტოქეს პენალტი აუღო, მერე კი თავად გაიტანა(VIDEO).

ნორვეგიის ჩემპიონტში მოულოდნელად შინ წააგო “სტაბეკმა”, რომელიც “ალესუნდთან” 1:4 განადგურდა. დამარცხებულთა შორის ბოლო 6 წუთი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ. “სტაბეკს” 27 ტურის მერე 53 ქულა გააჩნია, რითაც მეორე ადგილზეა და ლიდერ “რუსენბორგს” 8 ქულით ჩამორჩება.

ჩეხეთის ჩემპიონატის X ტურში პრაღის “სლავია” სტუმრად “იაბლონეცს” დაუზავდა (0:0). დედაქალაქელთა შორის სამატჩო განაცხადში არ ყოფილა ლევან ყენია, რომელსაც ტრავმა აქვს. მისი გუნდი კი 16 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

კვიპროსის I დივიზიონში მორიგი ადვილი სამი ქულა მიითვალა თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა “აპოელმა”. ნიქოზიელებმა სახლში “აელს” ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჩემპიონატს 7 ტურის მერე 19 ქულით ლიდერობენ.

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-11 ტურში აკაკი გოგიამ 21 წუთი ითამაშა, ხოლო “ბრენტფორდმა” “როტერჰემი” შინ 2:1 დაამარცხა. გოგიას გუნდს 11 ქულით მე-19 ადგილი უკავია.

ალბანეთის სუპერლიგაში “ფლამურტარი” გასვლაზე “დინამოს” ძველ ნაცნობ “ტირანას” სტუმრად დაუზავდა – 1:1. “ფლამურტარს” ქულა 70-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძის გატანილმა გოლმა მოუტანა. მის გუნდს კი 7 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეშვიდეა.

0.114313