მიუნხენის “ბაიერნმა” თავისავე რეკორდი დაამხო და ბუნდესლიგაში სტარტზე ზედიზედ 9 თამაში მოიგო. აღნიშნულ ციფრს პეპ გვარდიოლას გუნდმა ბრემენში უწია, სადაც ადგილობრივი “ვერდერი” დაამარცხა. მართლია “რეკორდმაისტერს” “ვერდერისთის” ამჯერადაც არასაფეხბურთო ანგარიშით არ უჯობნია, მაგრამ 3 ქულისთვის პირველ ტაიმში თომას მიულერის გოლიც ეყო. ამ ეპიზოდში “მუსიკოსთა” დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ერთიც უნდა დავამატოთ, რომ მიუნხენელები “ვერდერისთვის” დაუძლევებლი ბარიერია. ბოლო 16 მატჩიდან ბრემენელები ოდენ 3 ფრეს გამორჩნენ, დანარჩენში კი წააგეს. უკანასკნელად, ამ გუნდმა მიუნხენურ გიგანტს 2008 წლის 20 სექტემბერს, 5:2 მოუგო და როგორც ჩანს, ის ბრაზი “ბაიერნს” ჯერ კიდევ არ განელებია...
რთულად, მაგრამ მაინც მოიგო შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა “ვოლფსბურგმა”, რომელმაც შინ აუტსაიდერ “ჰოფენჰაიმს” აჯობა. “სოფლელებმა” ვერაფერი მოუხერხეს საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლის ავტორ მაქს კრუსეს, ვინაც ამჯერზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა. კრუსეს გოლებს ბას დოსტმა ერთიც დაუმატა და დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს. არადა, “ჰოფემ”, რომელიც მე-7 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩა, ერთი ხანობა გათანაბრებაც შეძლო, თუმცა მერე ისევ ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
“შალკემ” მესამე ადგილი უფრო გაიმყარა. “ხუმარებმა” გელზენკირხენში მის უკან მყოფი “ჰერტა” მიიღეს და ბოლოსკენ გატეხეს. არადა, ბერლინელებმა ლამის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს. მე-18 წუთი იყო, როცა “ჰერტას” წამყვანი ფორვარდი ვედად იბიშევიჩი გაუგდეს და მალევე “შალკეს” კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა ანგარიში გახნა. მეორე ტაიმში კი სოლომონ კალუმ ლიდერობა თავის თავზე აიღო და 73-ე წუთზე მასპინძელთა გოლი გაქვითა. სტუმრები სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას მსაჯის მიერ კომპესირებულ დრომდე ახერხებდნენ, მაგრამ სანეს გადასარევი თამაშის შემდეგ მაქს მაიერმა ისინი უქულოდ დატოვა – 2:1.
ზედიზედ მეორე მატჩია ვერ იგებს დიდი ამბიციების მქონე “ლევერკუზენი”. “ბაიერი” ამჯერად “ვოლკსპარკშტადიონზე” “ჰამბურგს” უგოლოდ დაუზავდა. მასპინძლებისთვის კი აღნიშნული ქულა ბოლო სამ ტურში პირველი გახლდათ და არმინ ვეჰის ჰამბურგული დღეები შესაძლოა დათვლილიც იყოს...
დებიუტანტმა “დარმშტადტმა” კი გასვლაზე “აუგსბურგს” საქმე საწყის ნახევარ საათში დაუმთავრა. ვაგნერმა და ნიემეიერმა მე-7 და 29-ე წუთებზე გაიტანეს, რითაც თავის გუნდს ბუნდესლიგაში მესამე გამარჯვება მოუტანეს.
გასული სეზონის აღმოჩენა “გლადბახმა” წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო და საწყისი 5 ტური უქულოდ განვლო, მაგრამ მას მერე “ბორუსია” ქულებს აღარ კარგავს. შუბერტის შეგირდებს ამჯერად “აინტრახტი” ფრანკფურტში ემსხვერპლათ და ტურინის “იუვენტუსთან” თამაშის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. მასპინძლებმა მეტოქეს მხოლოდ ტაიმი გაუძლეს და მეორე 45 წუთში 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. გამარჯვებულთაგან დუბლით გამოცდილი ბრაზილიელი რაფაელი და მის ნაცვლად მოედანზე გასული ანდრე ჰანი გამოირჩნენ.
“აუგსბურგი” – “დარმშტადტი” 0:2 (0:2)
აუგსბურგი, SLG არენა
მაყურებელი: 30 009
“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; ბაიერი; ეშვეინი (ტროხოვსკი 60), კორი (ჟა ჩოელი 46), ალტინტოპი (ბობადილია 46), ვერნერი; კაიუბი
მწვრთნელი: ვეინციერლი
“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატენია; გარიჩი, სულუ, კალდიროლა, დიასი; ჰელერი (საილერი 90), ნიემეიერი, გონდოფი, რაუში (კემპე 87); როზენტალი; ვაგნერი (სტროჰ-ენგელი 80)
გოლები: 0:1 ვაგნერი (7), 0:2 ნიემეიერი (29)
გაფრთხილება: ბაიერი (61), კაიუბი (67) – ჰელერი (47), გარიჩი (66), კალდიროლა (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: სტეგემანი
“ჰამბურგი” – “ლევერკუზენი” 0:0 (0:0)
ჰამბურგი, “ვოლკსპარკშტადიონი”
მაყურებელი: 55 000
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიეკმეიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; ჰოლტბი, ეკდალი; მიულერი (გრეგორიში 66), ჰანტი (დიასი 83), ილიჩევიჩი; ლასოგა (შიპლოკი 78)
მწვრთნელი: ლაბადია
“ლევერკუზენი” (4-4-1-1): ლენო; დონატი (ჩალჰანოღლუ 77), ტაჰი, პაპადოპულოსი, ბოენიში; ბელარაბი, ტოპრაკი (იედვაი 60), კრამერი, ბრანდტი (მეჰმედი 63); კისლინგი; ჩიჩარიტო
მწვრთნელი: შმიდტი
გაფრთხილება: ჰანტი (26), ლასოგა (31), ეკდალი (38), ილიჩევიჩი (59), დიასი (88), სპაჰიჩი (90) – ჩიჩარიტო (74), იედვაი (75)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ველცი
“შალკე” – “ჰერტა” 2:1 (1:0) (VIDEO)
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
მაყურებელი: 61 336
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; გორეცკა (ჰოიბერგი 76), გეისი; სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; დი სანტო
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
“ჰერტა” (4-4-2): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი; ჰარაგუჩი (ჰეგელერი 81), დარიდა, სკიელბრედი, სიგერსი (ბაუმიოჰანი 46); იბიშევიჩი, კალუ (ბრუკსი 90)
მწვრთნელი: დარდაი
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (27), 1:1 კალუ (73), 2:1 მეიერი (90)
გაფრთხილება: დი სანტო (17), ჰიოვედესი (63), გეისი (75) – ჰარაგუჩი (16), ლანგკამპი (60), დარიდა (70), ჰეგელერი (84)
გაძევება: იბიშევიჩი (18)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) - 9 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: ფრიტცი
“ვერდერი” – “ბაიერნი” 0:1 (0:1) (VIDEO)
ბრემენი, “ვეზერშტადიონი”
მაყურებელი: 42 100
“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, მულონგოტი, გალვესი, გარსია; ბარტელსი, ფრიტცი (პიზარო 78), ბარგფრედე, იუნუზოვიჩი; უია, ლორენცენი (ოზტუნალი 59)
მწვრთნელი: სკრიპნიკი
“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია (კიმიჩი 78), ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; ლამი, ალონსო; მიულერი, ვიდალი (პანტოვიჩი 90), ალკანტარა; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლი: 0:1 მიულერი (23)
გაფრთხილება: გარსია (60), ბარგფრედე (80) - რაფინია (42), კიმიჩი (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 13 (4) ბურთის ფლობა: 26%-74% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 1:5
მსაჯი: დინგერტი
“ვოლფსბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 4:2 (2:1) (VIDEO)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენარენა”
მაყურებელი: 28 148
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო (არნოლდი 87), გუილავოჯი; კალიჯური, კრუსე, დრაქსლერი (ვიეირინია 67); დოსტი (შურლე 79)
მწვრთნელი: ჰეკინგი
“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი (კიმ ჯინ-სუ 22), სულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი; რუდი (უტჰი 84), სტრობლი, პოლანსკი, შმიდი; ვარგასი (სჟალაი 84), ვოლანდი
მწვრთნელი: გისდოლი
გოლები: 1:0 კრუსე (1), 2:0 დოსტი (7), 2:1 ტოლიანი (29), 2:2 შმიდი (54), 3:2 კრუსე (62), 4:2 კრუსე (83)
გაფრთხილება: კალიჯური (57), ტრაში (59), ლუის გუსტავო (71), ვიეირინია (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 7 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: ბრიხი
“აინტრახტი” – “გლადბახი” 1:5 (1:1)
ფრანკფურტი, “კომერცბანკარენა”
მაყურებელი: 51 000
“აინტრახტი” (4-3-1-2): ჰრადეჩკი; იგნიოვსკი (ჩანდლერი 51), აბრაჰამი, რუსი, ოჩზიპკა; ფლუმი, რეინარტცი, სტენდერა (დაჯკპა 60); მეიერი; კასტანიოსი (აიგნერი 60), სეფეროვიჩი
მწვრთნელი: ვეჰი
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი (იანტშკე 66), კრისტიანსენი, დომინგესი, ვენდტი; ტრაორე, დაჰუდი (ნორდვეიტი 85), ქსაკა, იონსონი; სტინდლი, რაფაელი (ჰანი 76)
მწვრთნელი: შუბერტი
გოლები: 0:1 რაფაელი (16), 1:1 მაიერი (29, პენ), 1:2 დაჰუდი (51), 1:3 რაფაელი (57), 1:4 ჰანი (82, პენ), 1:5 ჰანი (90)
გაფრთხილება: სფეროვიჩი (62), აიგნერი (64), დჯაკპა (76), რუსი (82) - სომერი (28), სტინდლი (31), კორბი (59)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 15 (6) ბურთის ფლობა: 48%52% კუთხურები: 1:1 თამაშგარე: 5:4
მსაჯი: მეიერი