მიუნხენის “ბაიერნი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო. “რეკორდმაისტერებმა” გერმანიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში “ვერდერი” სტუმრად თომას მიულერის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. გერმანულმა გრანდმა თავისივე რეკორდი (8 მოგება ზედიზედ) გააუმჯობესა.
“ბაიერნმა” ბრემენელებთან ურთიერთშეხვედრებში წაუგებელი სერია 16-მდე (13 მოგება, 3 ფრე) გაზარდეს. მიუნხენელებმა ბოლოს “ვერდერთან” 7 წლის წინ 2008 წლის სექტემბერში 2:5 წააგეს.
ამ ეტაპზე პეპ გვარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 27 ქულით იმყოფება, ხოლო ვიქტორ სკრიპნიკის შეგირდები 7 ქულით მე-14 პოზიციას იკავებენ.