ფეხბურთი

17:16 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრე ქუთაისში: "დინამო" ბოლო წამებზე გადარჩა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მერვე ტურის ოთხი მატჩი. ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა - 1:1.

ქუთათურები 68-ე წუთზე დაწინაურდნენ დათა სიჭინავას გოლით და ახლოსაც იყვნენ მოგებასთან, თუმცა მოედანზე 70-ე წუთზე შესულმა არაბულმა მასპინძლები დაამწუხრა.

ისე, თამაში ვერაფერი სანახავი გამოდგა. ბევრი იყო წუნი, რაც მოედნის საფარის ბრალიც იყო.

ცოტა მოულოდნელი იყო ფოთის "კოლხეთის" იოლი გამარჯვება თბილისის "ლოკომოტივთან" - 4:0. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავდა: ფოთელებს გელა სანაია, ხოლო თბილისელებს - ესპანელი ჟერარდ სარაგოსა.

ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" გიორგი ბერიაშვილის დუბლით 2:0 სძლია და ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდა.

და ქობულეთის "შუქურამაც" ბოლო წამებზე მოიგო, მარტვილის "მერანთან" გასვლაზე 1:1 სრულდებოდა მატჩი, როცა ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა და ზღვისპირელებს მოაგებინა.

17 ოქტომბერი

ტორპედო-დინამო 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 დათა სიჭინავა (68), 1:1 არაბული (90+4)

კოლხეთი - ლოკომოტივი 4:0 (4:0)

გოლები: 1:0 კოშკაძე (18), 2:0 ნიკოლოზ სიჭინავა (24), 3:0, 4:0 გიგაური (40, 43)

დინამო (ბთ) - სამტრედია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 ბერიაშვილი (5, 71)

მერანი-შუქურა 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბაგაევი (27 ავტოგოლი), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ელგუჯა ლობჯანიძე (90+3)

ზუგდიდი - სიონი გადაიდო

18 ოქტომბერი. 15:00

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი)

მსაჯი: ლ.სილაგავა

ცხინვალი – ჩიხურა (საჩხერე)

მსაჯი: ბ.ნინუა

დინამო თბ 8 6 1 1 21 6 15 19
სიონი 7 5 2 0 11 3 8 17
სამტრედია 8 5 1 2 22 12 10 16
დილა 7 5 1 1 11 6 5 16
ცხინვალი 7 5 0 2 20 12 8 15
შუქურა 8 4 1 3 9 7 2 13
ჩიხურა 7 4 1 2 12 4 8 13
საბურთალო 8 4 1 3 10 12 -2 13
დინამო ბთ 8 3 3 2 14 7 7 12
ტორპედო 8 2 3 3 9 11 -2 9
გურია 7 2 2 3 7 8 -1 8
კოლხეთი ფ 8 2 1 5 6 11 -5 7
საპოვნელა 8 1 2 5 5 17 -12 5
ლოკომოტივი 8 1 1 6 7 15 -8 4
მერანი 8 1 0 7 6 23 -17 3
ზუგდიდი 7 0 2 5 7 23 -16 2

ვანო ხუციშვილი

0.111876