ფეხბურთი

12:27 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” წელში გამართვას ეცდება, “ინტერი” დაწყებულის განმტკიცებას

კვირას მილანში დიდი ამბებია მოსალოდნელი. შეიძლება ბევრისთვის “დიდი იტალიური დერბი” ძველივით მიმზიდველი ვეღარაა, მაგრამ “ინტერი” – “იუვენტუსის” დაპირისპირება სახეს მაინც არ დაკარგავს. “იუვე” მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. მართალია, სატურნირო ცხრილში ტურინელებს საქმე კარგად არ აქვთ, თუმცა ალვარო მორატა ხვალ ძირითადში იქნება, რომელიც სანაკრებო თამაშებისას დაშავდა. ითამაშებს კლაუდიო მარკიზიოც, რომელსაც თვეზე მეტია ტრავმა ჰქონდა და ტურინელთათავის ესეც სასიხარულო ამბავია. მატებაა მასპინძელთა რიგებშიც – სტევან იოვეტიჩი იტალიური გამოცემების მტკიცებით ჯანმრთელადაა და შეხვედრას პირველივე წუთიდან დაიწყებს. რობერტო მანჩინის გუნდს საჩემპიონო სტარტო გამოუვიდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულას დასჯერდა და ახლა მეორეა. აი, “იუვეს” კი 8 ქულით სჯაბნის და შანსი აქვს კიდევ უფრო გაასწროს. “ბებერ ქალბატონი” წელს ჩემპიონატში მიჯრით ორი მატჩს ვერ იგებს. უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის შესაძლებლობა ამჯერად ექნებათ. გასულ სეზონში “იუვე” მილანს ჩემპიონის რანგში ეწვია და იმარჯვა. მაშინ გამარჯვების მომტანი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ტურინელები და ესპანელი იგივეს გაკეთებას...

რომ არა იტალიური დერბი, VIII ტურის უდავოდ ცენტრალური თამაში “ნაპოლი” “ფიორეტინა” იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ “იები” ერთპიროვნული ლიდერები არიან, რაც 16 წლის მერე პირველად მოხდა, ხოლო მეორეც, ნეაპოლელბმა თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოასწორეს. ბოლო ორ ტურში მაურიციო სარის გუნდმა 6 ქულა აიღო და აღებასაც ხომ გააჩნია? – ნეაპოლიანელებმა ჯერ “იუვენტუსს” მოუგეს, შემდეგ “მილანი” გაანადგურეს და ამაზე გაჩერებასაც არ აპირებენ. თანაც, მოგების შემთხვევაში “ნაპოლი” ლიდერს სამ ქულამდე მიუახლოვდება. შემადგენლობის მხრივ არცერთ გუნდს განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. სანაკრებო პაუზიდან ტრავმის გამო სახლში დაბრუნებული ლორენცო ინსინიე მწყობრშია და კვირას სასტარტოში იქნება.

ტური კი დღეს, “რომასა” და “ემპოლის” შეხვედრით დაიწყება. როგორც მარკო ჯამპაოლომ თქვა, “ჯალოროსისთან” მის გუნდს უშეცდომოთ თამაში მართებს თუ რა თქმა უნდა, შინ ქულის გარეშე წასვლა სურს. “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი და მთავარი ფორვარდი ედნი ჯეკო დააკლდებიან. ორივე მათგანი ტრავმებს მკურნალობენ. თუმცა ბოსნიელმა “ლევერკუზენთან” თამაში წინასწარი ვარაუდით, უნდა მოახერხოს. ტოსკანელებთა შორის ისევ დაშავებულია ქართველი ლევან მჭედლიძე, რომელმაც ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა.

დღესვე საინტერესო თამაშია ტურინში. სინიშა მიხაილოვიჩი შეგირდებს კონცეტრაციას სთხოვს და ვნახოთ, რამდენად შეუსრულებენ სერბს თხოვნას ფეხბურთელები. “ტორინო” რომ კერკეტი კაკალია ძველი ამბავია და წელსაც მშვენივრად გამოიყურება. “ხარები” ჩემპიონთა ლიგის ზღვარზე არიან და მარტო ეს ხომ არაა? – თამაშის ხარისხიც გადასარევი აქვთ. ყოველშემთხვევაში ასე იყო სანაკრებო პაუზამდე. დანარჩენს კი დღევანდელი შეხვედრა დაგვანახებს.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “სასუოლო” – “ლაციოს” თამაში. ორივე გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო. მართალია, თავიდან “არწივები” არასტაბილურად თამაშობდნენ, მაგრამ ბოლო სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ახლა საპრიზო მესამე ადგილზე არიან განთავსებულნი, რაც წესით “ლაციალეს” ხელმძღვანელობას სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. ისევე როგორც, “სასუოლოს” მმართველობა უნდა იყოს კმაყოფილი. ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ გუნდს 12 ქულა კი დაუგროვებია და 7 ტურში ერთადერთხელ წაუგია.

“რომა” – “ემპოლი”

17 ოქტომბერი, 20:00 საათი

რომი, “ოლიმპიკო”

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; მაიკონი, მანოლასი, კასტანი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი; ფლორენცი, პიანიჩი, სალაჰი; ჟერვინიო

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; პარედესი, დიუსიე, ბუჩელი; კრუნიჩი; პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ტორინო” – “მილანი”

17 ოქტომბერი, 22:45 საათი

ტურინი, “ოლიმპიკო”

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, აკქუა, ვივესი, გაცი, მოლინარო; კვალიარელა, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჩერჩი, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ბოლონია” – “პალერმო”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

“ბოლონია” (4-3-2-1): მირანტე; ფერარი, ოიკონომუ, გასტალდელო, მაზინა; დონსა, ტაიდერი, რიცო; ბრიენცა, მუნიერი; დესტრო

მწვრთნელი: დელიო როსი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ელ კაუტარი; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა, რიგონი, ლაზაარი; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ატალანტა” – “კარპი”

18 ოქტომბერი, 14:30 საათი

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, კერუბინი, დრამე; გრასი, დე რუნი, კრუტიჩი; მორალესი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“კარპი” (3-5-2): ბელეცი; ძაკარდო, სპოლი, კალიოლო; ლეტიცია, კოფიე, მარონე, ლაძარი, გაბრიელ სილვა; მატოსი, ბორიელო

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ფროზინონე” – “სამპდორია”

18 ოქტომბერი, 17:00 საათი

ფროზინონე,

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; პაგანინი, გორი, გუჩერი, სოდიმო; ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; პერეირა, მოისანდერი, ძუკანოვიჩი, მესბა; სორიანო, პალომბო, ბარეტო; კორეა; მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ჯენოა” – “კიევო”

18 ოქტომბერი, 17:00 საათი

გენუა, “მარასი”

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, დე მაიო; სისოხო, რინკონი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; კაპელი, პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რიგონი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ვერონა” – “უდინეზე”

18 ოქტომბერი, 17:00 საათი

ვერონა, “ბენტეგოდი”

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მორასი, მარკესი, სუპრაიენი; სალა, ვივიანი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, პაცინი, გომესი

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ედენილსონი, ბადუ, ლოდი, მარკინიო, ალი ადნანი; ფერნანდესი, დი ნატალე

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ნაპოლი” – “ფიორენტინა”

18 ოქტომბერი, 17:00 საათი

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბლაშჩიკოვსკი, ვესინო, ბადეი, ალონსო; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: ლუკა ბანტი

“სასუოლო” – “ლაციო”

18 ოქტომბერი, 17:00 საათი

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, ბიონდინი; ბერარდი, დეფრელი, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჯენტილეტი, მაურისიო, ლულიჩი; კატალდი, ონაზი; კანდრევა, მილინკივოჩ-სავიჩი, ანდერსონი; კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: მარკო გუიდა

“ინტერი” – “იუვენტუსი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მირანდა, მურილო, ჟუან ჟესუსი; გუარინი, ფელიპე მელო, მედელი; პერიშიჩი; იკარდი, იოვეტიჩი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
0.137658