კალათბურთი

10:30 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნოვიცკის მხარდამხარ

ტეხასის “დალას მავერიკსში” გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ პირველად ითამაშა გერმანელ ვარსკვლავ დირკ ნოვიცკისთან წყვილში. ეს მავერიკსელთა საგამოფენო მატჩში, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ყოფილ გუნდთან, “ატლანტა ჰოუკსთან” მოხდა.

ნოვიცკი და ფაჩულია დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყვნენ, შეხვედრა კი ჯორჯიელებმა 91:84 მოიგეს. ზაზამ პარკეტზე 14 წუთი დაჰყო და კარგი შედეგიანობით ვერ გამოირჩა – 7 მცდელობიდან ერთადერთი ორქულიანი გამოიყენა სათანადოდ. 2 ქულასთან ერთად ფაჩულიას აქტივში 5 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრაა.

ნოვიცკის რაც შეეხება, ვეტერანმა ალემანმა 18 წუთში 6 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ატლანტელთა დომინიკელი წევრი ალ ჰორფორდი და ტეხასელი ივ ჯენკინსი გახლდათ, რომელთა ანგარიშზე 16-16 ქულაა.

“დალას მავერიკსმა” მიჯრით მეოთხე საგამოფენო შეხვედრა წააგო, ზაზა ფაჩულია და მისი პარტნიორები მორიგ ტესტ-მატჩს 20 ოქტომბერს კლივლენდში, იქაურ “კავალიერზთან” ჩაატარებენ.

0.114673