ლეო მესი არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის 2 უახლოეს შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. 14 და 17 ნოემბერს ბიკამპეონები ბრაზილიასა და კოლუმბიას შეხვდებიან და ეს ასპარეზობები “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის. ამის თაობაზე ცნობას ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport ავრცელებს.
მოგეხსენებათ, მესი ამჟამად ტრავმირებულია, ნოემბრის შუაპერიოდისთვის მუხლის დაზიანებას მოირჩენს, მაგრამ ზედმეტი გართულების თავიდან ასაცილებლად ლეომ სანაკრებო პაუზის აღება გადაწყვიტა. არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია ლეოს ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდება.