შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას მარტივად 6:2, 6:1 მოუგო.
შეხვედრა საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. რაფამ 9 შესაძლებლობიდან მეტოქე 4-ჯერ დააბრეიკა, სტანისლას კი მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.
ნადალს პირველი ჩაწოდება 39-ჯერ გამოუვიდა, საიდანაც 30 თავის გამარჯვებით დასრულდა. მატჩში სულ 102 ქულა გათამაშდა, 61 გათამაშება რაფას გამარჯვებით დასრულდა, 41 – ვავრინკასი.
რაფაელი ვავრინკას ურთიერთშეხვედრებში 12:2 ამარცხებს.
ტურნირის ნახევარფინალში ნადალი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.
შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.