სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ,,რუსთავი’’, რომელსაც საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული აქვს მოგებული, 2015-16 წლის სეზონის საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ მატჩებს სტუმრად გამართავს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,რუსთავის’’ დირექტორმა ამირან ხაჩიძემ განუცხადა.
„დარბაზში, სადაც ,,რუსთავი’’ სუპერლიგის საშინაო მატჩებს ატარებს, რემონტი მიმდინარეობს . მის დასრულდებას ახალი წლისთვის გვპირდებიან,“ - გვითხრა ხაჩიძემ.