სუპერლიგის მონაწილე "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას ერთ-ერთ თანაშემწედ ამერიკელი სპეციალიტი ჯონ კოფინო დაინიშნა. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, კოფინოს გარდა კვარაცხელიას ასისტენტები თემურ კანკია და ლევან ფაცაცია არიან. მათგან კანკია ვეტერანი, ხოლო ფაცაცია კი მოთამაშე მწვრთნელია.