ფეხბურთი

9:52 | 16.10.2015 | ნანახია 0 - ჯერ

იკერ კასილასი: “მესი ყველაზე რთული მეტოქეა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდი ლეო მესია.

“მესის პირისპირ თამაში ხშირად მიწევდა და ნებისმიერ სხვა ფორვარდთან შედარებით არგენტინელთან დაპირისპირება მიჭირდა”, - აცხადებს “პორტუს” ესპანელი გოლკიპერი.

იკერ კასილასმა თავის ამჟამინდელ გუნდზეც ისაუბრა: “პორტუ” ახალგაზრდული კოლექტივია, მე პარტნიორებზე ასაკით საგრძნობლად უფროსი ვარ, თუმცა, მეგობრული გუნდი გვყავს და თავს ბიჭების თანატოლად ვგრძნობ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.071243
სარეკლამო ადგილი - 99
X x X