სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი კარიერას საქარათველოს ვიცე და ექს-ჩემპიონ ,,დინამოში’’ გააგრძელებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტთან’’ საუბარში თავად ბერიშვილმა განაცხადა.
,,აწ უკვე ჩემი ყოფილი გუნდიდან სხვადასხვა მიზეზების გამო წამოვედი, რომელთა დაკონკრეტებისაგანაც თავს შევიკავებ’’ - გვითხრა ბერიშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ ბერიშვილმა 2015-16 წლების სეზონი ვთბ ლიგაში მოასპარეზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ,,ვითაში’’ დაიწყო, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათი გზები გაიყარა და კარიერას სუპერლიგის მონაწილე ,,დინამოში’’ აგრძელებს.