კალათბურთი

22:20 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ფაცაციამ მწვრთნელობა დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ, რომელიც სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმში“ თამაშობს, მწვრთნელობა დაიწყო.ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

,,ფაცაცია გუნდში მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს და პარალელურად ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი იქნება. ამავდროულად იგი გუნდის კაპიტნის მოვალეობასაც შეასრულებს.მას იმდენად კარგი მონაცემები აქვს, რომ დარწმუნებული ვარ, მისგან კარგი მწვრთნელი დადგება“, -გვითხრა კვარაცხელიამ.

0.132116