ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” ფეხბურთელი დანი ინგსი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრავმის გამო გამოტოვებს. გუნდის ახალი მწვრთნელის იურგენ კლოპის პირველივე ვარჯიშზე თავდამსხმელმა მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინგსი მიმდინარე წლის ზაფხულში “მერსისაიდელებს” “ბარნლიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ჩატარებულ რვა მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.