ჩოგბურთი

18:53 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და ნადალი შანხაიში წინ მიიწევენ

შანხაის მასტერსის 1/8-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელი ფელისიანო ლოპესი იოლად 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 6 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ტურნირის 1/4-ფინალში ნოვაკი გასკე-ტომიჩის გამარჯვებულს შეხვდება.

ჯოკოვიჩთან შედარებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელმაც მილოშ რაონიჩს 6:3, 7:6 მოუგო. შეხვედრამ საათსა და 42 წუთს გასტანა. მილოშმა 9 ეისი ჩააწოდა, რაფამ – 4. მეოთხედფინალში რაფა სტანისლას ვავრინკას შეხვდება.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.169899