ფეხბურთი

15:10 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ვიცეპრეზიდენტს ფეხბურთიდან მოკვეთა ემუქრება

ფიფას ეთიკის კომიტეტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანხელ მარია ვილიარის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ვილიარი ეროვნული ფედერაციის თავკაცობის პარალელურად ფიფასა და უეფას ვიცეპრეზიდენტიცაა. მას ჩვენება უნდა მიეცა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საქმეზე, მაგრამ დუმილი არჩია, რაც ესპანელი ჩინოვნიკის საქმიანობის კვლევის მიზეზი გახდა.

0.117851