ფეხბურთი

11:34 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს “სუპერკლასიკოში” თამაშის იმედი აქვს

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ მსოფლიოს ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის შეარჩევი ციკლის პირველ მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ თამაშისას ბარძაყის ტრავმა მიიღო და საფეხბურთო მინდორს გარკვეული ვადით დაემშვიდობა. აგუეროს იმედი აქვს, რომ 14 ნოემბრამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს. ამ დღეს ბუენოს აირესში “სუპერკლასიკო” ჩატარდება – არგენტინა ბრაზილიას უმასპინძლებს.

“ვიმედოვნებ, ბრაზილიელთა წინააღმდეგ ასპარეზობას შევძლებ. ამასთან, თუკი ტრავმა ბოლომდე არ მოვიშუშე, ჯანმრთელობის ხარჯზე გარისკვა არ ღირს. მინდორზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი, მაგრამ სიჩქარე დაუშვებელია”, - აგუეროს სიტყვებს The Guardian ციტირებს.

0.115242