ფეხბურთი

11:00 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის “ბარსამ” დაუმიზნა

სტამბოლის “ფენერბახჩეს” ჰოლანდიელი ცენტრფორვარდი რობიბ ვან პერსი შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ. ამის თაობაზე ცნობას El Mundo Deportivo ავრცელებს. 32 წლის თავდამსხმელი გასულ ზაფხულს გადავიდა თურქეთში, “ფენერის” მწვრთნელებმა ერთ-ერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, რის გამოც უკმაყოფილება არ დაუმალავს.

“ბარსას” რაც შეეხება, ხსენებული გამოცემის მტკიცებით, კამპ ნოუელები გამოცდილ შემტევს ეძებენ, თანაც ისეთს, რომლის სანაცვლოდაც დიდძალი სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევთ. სწორედ ამგვარ ფეხბურთელად “ბლაუგრანას” ბოსებს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ექსფორვარდი მიაჩნიათ.

მიმდინარე სეზონში “ფენერბახჩეს” მაისურათი გამოსვლისას რობინ ვან პერსიმ 12 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც შეასრულა.

0.112634