მსოფლიოს 2018 წლის სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ბრაზილიამ ვენესუელას 3:1 მოუგო, პენტაკამპეონთა ნახევარმცველი ვილიანი კი რეკორდის ავტორი გახდა. “ჩელსის” წევრმა ვენესუელელთა კარი ასპარეზობის 36-ე წამზე აიღო, რაც კონტინენტის მუნდიალების საკვალიფიკაციო შეხვედრების ყველაზე სწრაფი გოლია.
ვილიანამდე რეკორდი პერუელ ხოსე პაოლო ერეროს ეკუთვნოდა, რომელმაც 2005 წელს გოლის გატანა მეორმოცე წამზე მოახერხა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სამხრეთ ამერიკის ზონის ყველაზე სწრაფი ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- ვილიანი (36 წამი)
- გერერო (40)
- რონალდო (50)
- რაულ ნორიეგა (55)