ფეხბურთი

10:14 | 15.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო დებიუტი

ლისაბონის “ბენფიკას” 21 წლის მცველ ნელსინიოს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო2016-ის საკვალიფიკაციო მატჩში სერბეთთან ჰქონდა დებიუტი (პირენელებმა ბალკანელებს 2:1 მოუგეს) და ასპარეზობის მსვლელობისას მიღებული მძიმე ტრავმის გამო შეხვედრა ვერ დაასრულა.

ლისაბონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ნელსინიოს ოპერაცია ჩაუტარდა და სპორტული ფორმის აღსადგენად მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი დასჭირდება. ექიმთა ვარაუდით კი ნელსინიოს სავარაუდოდ მიმდინარე სეზონის გამოტოვება მოუწევს.

საამსეზონოდ ნელსინიომ ლისაბონელ “არწივთა” შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.114153