პოლონეთის ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ამის თაობაზე ინფორმაციას პოპულარული გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
ლევანდოვსკი გინესების რეკორდების ნუსხაში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად შესრულებული ჰეთ-თრიკის, პოკერისა და პენტა-თრიკის გამო მოხვდა. შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში “ბაიერნი” საკუთარ “ალიანც არენაზე” პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, შესვენების შემდეგ ბავარიელთა კატალონელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ პოლონელი მინდორზე შეუშვა და ლევანდოვსკიმაც 9 წუთიან ინტერვალში ხუთჯერ მოახერხა “მგლების” კარის დალაშქვრა.