იტალიურმა “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელები ნიკა მეტრეველი და ლევან ბაბილოძე ირიცხებიან, ამხანაგურ მატჩში ქვედალიგელ “ლა ბრიოსა ბარსელონას” 74:61 სძლია.
მეტრეველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და გუნდს 12 ქულა შესძინა. 10-ქულიან ზღვარს ასცდნენ ორიახი (14), იასაიტისი (13) და პერლიც (12).
ბოლოსკენ, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ორლანდოელთა მთავარმა მწვრთნელმა გრიჩიოლიმ საქმეში ახალგაზრდა კალათბურთელებიც ჩართო და მოედანზე 17 წლის ბაბილოძეც ვიხილეთ.
ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” თითო მოგება-წაგება გააჩნია და მე-9 ადგილზე იმყოფება. ქართველთა კლუბი მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს სტუმრად “ვირტუს ბოლონიასთან” ჩაატარებს.