კალათბურთი

22:20 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

XXV საკალათბურთო ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყება

კალათბურთში ვაჟთა ოცდამეხუთე ეროვნული ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყება. მასში მონაწილეობას ,,დინამო“, ,,რუსთავი“, ,,ბათუმი“, ,,მგზავრები-არმია“, ,,ქუთაისი 2010“, ,,სოხუმი“ და ,,ოლიმპი“ მიიღებენ. ჯერჯერობით, გაურკვეველია ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,შსს აკადემიას“ ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი.

პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში. ეროვნული ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება, რომელსაც ასევე პირველად, თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი:

,,დინამო“ - ,,ბათუმი“ 12.00

,,მგზავრები-არმია“ -,,ქუთაისი 2010“ 14.00

,,სოხუმი“-,, რუსთავი“ 16.00

,,ოლიმპი“ - ,,შსს აკადემია“ 18.00

თუ ,,შსს აკადემიამ“ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მის ნაცვლად სხვა გუნდი იასპარეზებს, რომლის ვინაობაც 17 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.

0.18835