მილანის “ინტერმა” ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “რეალის” 22 წლის ფორვარდი ხესე შეიძინოს. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
ხესე “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს. შემტევს “სამეფო კლუბის” მაისურით 38 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 8 გოლია. ხესეს “რეალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.