ჩოგბურთი

19:41 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შანხაიში ნადალმა და ჯოკოვიჩმა იმარჯვეს

შანხაის მასტერსის 1/16-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სლოვაკი მარტინ კლიჟანი 6:2, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 4 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, კლიჟანს 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 1/8-ფინალში ნოლეს მეტოქე ფელისიანო ლოპესი იქნება.

ნადალმა მძიმე ბრძოლაში ხორვატი გიგანტი ივო კარლოვიჩი 7:5, 6:7, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. კარლოვიჩმა 24 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფას 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. რაფაელმა 4 შესაძლებლობიდან მეტოქე 2-ჯერ დააბრეიკა, ხოლო კარლოვიჩმა 4 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთხელ. შემდეგ წრეში ნადალის მეტოქე მილოშ რაუნიჩი იქნება.

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.136816