ფეხბურთი

19:00 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბარძალი სანაკრებო კარიერას ასრულებს

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ანდრეა ბარძალი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ 34 წლის ფეხბურთელმა ნორვეგიასთან (2:1) მატჩის შემდეგ “სქაი სპორტთან” საუბრისას განაცხადა.

“იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავტოვებ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ადგილი ახალგაზრდებს უნდა დავუთმო”, - აღნიშნა ბარძალიმ.

ვეტერან მცველს “სკუადრა აძურაში” დებიუტი 2004 წელს, ფინეთთან (1:0) მატჩში ჰქონდა და მას შემდგომ ლურჯი მაისური 54-ჯერ მოირგო. ითამაშა ორ ევროპის და ამდენივე მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წელს კი გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ოქროს მედალიც მოიგო. მანამდე, 2004 წელს, 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონიც გამხდარა.

0.116296