ჩოგბურთი

18:02 | 14.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახურ შიმკენტში ზედიზედ მე-2 15-ათასიანი ტურნირის მოგებისთვის იბრძვის.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ჰოლანდიელ როი დე ვალკს 6:0, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ყაზახ ტიმურ ხაბიბულინს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ხსენებული დე ვალკი და კიდევ ერთი ჰოლანდიელი მონტებანი 7:6 (7:4), 6:7 (3:7), 11:9 დაამარცხეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელები პირველი რეიტინგის მქონე რუსულ-ბელარუსულ დუეტს (გახოვი-შილა) ეთამაშებიან.

0.121693