საფრანგეთის პოლიციამ “ლივერპულის”, “ლაციოს” და “მარსელის” ექსფორვარდი ჯიბრილ სისე დააკავა. მას მატიე ვალბუენას მიმართ შანტაჟში ედება ბრალი. ამ ცნობას AFP ავრცელებს.
სისე და მისი 3 თანამზრახველი ვალბუენას 100 ათას ევროს სძალავდნენ. თუკი მატიე ამ თანხას არ გადაიხდიდა, ბოროტმოქმედები ვალბუენას ეროტიკული ხასიათის ვიდეოჩანაწერს საჯაროს გახდიდნენ. ვალბუენამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომელთაც სისე დააკავეს, ამასთან ვიდეოჩანაწერის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმეში სისე მთავარი ფიგურანტი და ბრალდებული არაა, თუმცა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯიბრილს პატიმრობა არ ასცდება.
შეგახსენებთ, ჯიბრილ სისე და მატიე ვალბუენა საფრანგეთის ნაკრების გარდა, 2006-09 წლებში მარსელის “ოლიმპიკშიც” პარტნიორები იყვნენ.