საქართველოს 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ესტონელ თანატოლებს დიდი ანგარიშით ამარცხებს.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს. ანგარიში მე-9 წუთზე, გუნდის კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ გახსნა, მე-18 წუთზე ქართველთა უპირატესობა ნიკა კაჭარავამ ორამდე გაზარდა, 35-ე წუთზე კი სტუმრებს მესამე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაუტანა.
გუნდებმა შეხვედრის პირველი ნახევარი ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:
საქართველო: 1. ბექა ქურდაძე ; 2. ოთარ კაკაბაძე (კ) ; 3. ლაშა დვალი ; 4. გიორგი გადრანი ; 5. დავით უბილავა ; 6. მათე ცინცაძე ; 7. გიორგი აბურჯანია ; 10. საბა ლობჟანიძე ; 13. ოთარ კიტეიშვილი ; 11. ნიკა კაჭარავა ; 14. გიორგი ფანცულაია
ესტონეთი: 1. მაგნუს კაროფელდი ; 2. ჰინდრეკ ოიამაა ; 3. ვლადიმერ ავილოვი ; 5. კევინ ალოე (კ) ; 18. გერდო იუჰკამი ; 7. იოსეფ სალისტე ; 8. რასმუს პეეტსონი ; 9. მიკელ აინსალუ ; 15. პაველ მარინი ; 16. კევინ კაუბერი; 19. მატიას კაიდი