ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამის ცოცხალი მაგალითი ა ჯგუფში შექმნილი ვითარებაა. შესარჩევის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჰოლანდიის ნაკრები საშუალო დონის დაკომპლექტებული გუნდებისგან შემდგარ ჯგუფში, მე-4 ადგილზე იქნებაო და ერთპიროვნულ ლიდერ ისლანდიის (!!!) ნაკრებზე დამოკიდებულიო, მინიმუმ არაკომპეტენტურად ჩაითვლებოდა ფეხბურთში, თუმცა დღევანდელი რეალობა ასეთია. თუ ისლანდიის ნაკრები გასვლაზე თურქეთს ვერ მოუგებს, ჰოლანდიის ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში ევრო 2016-ის მიღმა დარჩება, რაც უდიდესი სენსაცია იქნება.
A ჯგუფი
გარდა იმისა, რომ ჰოლანდიის ნაკრები თურქეთი – ისლანდიის მატჩზეა დამოკიდებული, თავადაც არ ელის იოლი შეხვედრა. “ნარინჯისფერები” შინ მე-2 ადგილოსან ჩეხეთის ნაკრებს მიიღებენ, რომელსაც წარმატების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე შეეძლება გადასვლა.
დენი ბლინდს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. მთავარი ვარსკვლავის არიენ რობენის არყოფნა ძველი ამბავია. ახალი კი, მეკარეების საკითხია. შესარჩევის წინა ტურში ტიმ კრული მძიმედ დაშავდა და მიმდინარე სეზონში საერთოდ ვეღარ ითამაშებს. ტრავმირებულია “აიაქსის” კიპერი იასპერ სილესენი და კარში სავარაუდოდ პსვ-ს მეკრე იაროენ ზოეტი იდგება.
რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, ბორეკ დოკალი დისკვალიფიცირებულია, ხოლო დავიდ ლაფატა ტრავმირებული.
მოკლედ, დღეს ჰოლანდიას აუცილებლად მოგება მართებს და დანარჩენი უკვე ქონიაში გადაწყდება...
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოლანდია - ჩეხეთი
ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”
ჰოლანდია (4-3-3): ზოეტი, რაიდევალდი, ვან დეილი, ბრუმა, ტეტი, ბლინდი, ვეინალდუმი, სნეიდერი, დეპაი, ელ ღაზი, ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: დენი ბლინდი
ჩეხეთი (4-2-3-1):ჩეხი, პრიოჩაჟკა, სუჩი, კადერაბეკი, ლიმბერსკი, პლასილი, პაველკა, სკალაკი, შკოდა, სურალი, ნეციდი.
მწვრთნელი: პაველ ვრბა
თურქეთის ნაკრები ქონიაში ისლანდიას მიიღებს და ქულის აღების შემთხვევაში კი, ფლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. მასპინძლებს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვთ, საოცრად მოტივირებულნი არიან და დღეს სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება.
ჯგუფის მესამე მატჩი აუტსაიდერებისაა: ლატვია შინ ყაზახეთს ეთამაშება.
| ||||||||
1. | ისლანდია | 9 | 6 | 2 | 1 | 17:5 | 20 |
|
2. | ჩეხეთი | 9 | 6 | 1 | 2 | 16:12 | 19 |
|
3. | თურქეთი | 9 | 4 | 3 | 2 | 13:9 | 15 |
|
4. | ჰოლანდია | 9 | 4 | 1 | 4 | 15:11 | 13 |
|
5. | ლატვია | 9 | 0 | 5 | 4 | 6:18 | 5 |
|
6. | ყაზახეთი | 9 | 0 | 2 | 7 | 6:18 | 2 |
B ჯგუფი
ძალიან დაძაბული სიტუაციაა B ჯგუგში. ბელგიისა და უელსის ნაკრებებმა წინა ტურში გაინაღდეს ევრო 2016-ის საგზური, თუმცა მე-3 ადგილის დაკავების შანსი სამ ნაკრებს აქვს.
გასულ ტურში ისრაელი საკუთარ მოედანზე კვიპროსთან დამარცხდა და თავი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო, რადგანაც ისინი დღეს გასვლაზე ბელგიას ეთამაშებიან, რომელიც სავარაუდოდ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს და სათადარიგო ფეხბურთელები გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებენ, რათა მარკ ვილმოტსს საკუთარი სიძლიერე დაანახონ და ნაკრებში ადგილი გაიმყარონ.
კვიპროსის ნაკრები, რომელიც ამ მომენტისთვის მე-5 პოზიციაზეა, ნიქოზიაში მე-3 ადგილოსან ბოსნიას მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია ფლეი-ოფის საგზური მოიპოვოს (ისრაელმა ბელგიას არ უნდა მოუგოს). დღეს ნიქოზიაში უშეღავათო ბრძოლა იქნება და შესაძლოა, კიდევ ერთი ხმაურიანი სენსაცია ვიხილოთ.
კარგ ხასიათზე მყოფი უელსის ნაკრები ანდორას უმასპინძლებს და შეეცდება, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დაამარცხოს უსუსტესი მეტოქე.
| ||||||||
1. | ბელგია | 9 | 6 | 2 | 1 | 21:4 | 20 |
|
2. | უელსი | 9 | 5 | 3 | 1 | 9:4 | 18 |
|
3. | ბოსნია | 9 | 4 | 2 | 3 | 14:10 | 14 |
|
4. | ისრაელი | 9 | 4 | 1 | 4 | 15:11 | 13 |
|
5. | კვიპროსი | 9 | 4 | 0 | 5 | 14:14 | 12 |
|
6. | ანდორა | 9 | 0 | 0 | 9 | 4:34 | 0 |
H ჯგუფი
H ჯგუფში იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გასულ ტურში გაიფორმა და დღეს ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც მხოლოდ მოგება სჭირდება მე-2 ადგილის შესანარჩუნებლად, რადგანაც ხორვატია გასვლაზე მალტას ხვდება და მათი დამარცხება პრობლემა არ იქნება.
თუმცა, თუ ნორვეგიამ იტალია დაამარცხა, “სკუადრა აძურა” პირველ ადგილს დაკარგავს, რაც ანტონიო კონტეს გეგმებში ნამდვილად არ შედის. მასპინძლები ტრავმების გამო ლორენცო ინსინიეს, დომენიკო ბერარდის, ანდრეა პირლოს, მარკო პაროლოსა და მარკო ვერატის მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრებს სკელბრედი, დიომანდე და ელიუნუსი არ ეყოლებათ.
მესამე მატჩში ბულგარეთის ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს და წაგების შემთხვევაში, მე-4 ადგილს დაკარგავს.
| ||||||||
1. | იტალია | 9 | 6 | 3 | 0 | 14:6 | 21 |
|
2. | ნორვეგია | 9 | 6 | 1 | 2 | 12:8 | 19 |
|
3. | ხორვატია | 9 | 5 | 3 | 1 | 19:5 | 17 |
|
4. | ბულგარეთი | 9 | 2 | 2 | 5 | 7:12 | 8 |
|
5. | აზერბაიჯანი | 9 | 1 | 3 | 5 | 7:16 | 6 |
|
6. | მალტა | 9 | 0 | 2 | 7 | 3:15 | 2 |
შენიშვნა - ხორვატიის ნაკრებს 1 ქულა აქვს დაკლებული