ფეხბურთი

13:20 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჯის პატიმრობა მიუსაჯეს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ლუჩანო მოჯის იტალიის სასამართლომ ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს ვერდიქტი სინიორ მოჯის “რომას”ასევე ყოფილი სპორტული დირექტორის ფრანკო ბალდინის მისამართით გამოთქმული მუქარის გამო გამოუტანეს.

მოჯის სასამართლო პროცესი GEA World სააგენტო კანტორის საქმის შემადგენელი ნაწილია. ხსენებული ორგანიზაციის მეპატრონე მოჯის ვაჟი ალესანდროა. გასულ წელიწადს სასამართლომ ამ სააგენტოს ლიცენზია გაუუქმა, ბალდინი კი პროცესში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. სწორედ მან განაცხადა პროცესზე, რომ მოჯი ემუქრებოდა და დაპირდა, თუკი სათანადო ჩვენებას არ მისცემდა, მისთვის “ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა”.

საბოლოოდ სასამართლომ მოჯი დამნაშვედ სცნო, თუმცა ვერდიქტის ძალაში შესვლამდე საქმემ ყველა დონეზე აპელაციის პროცესი უნდა გაიაროს. ლუჩანო მოჯი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყვეტილება იტალიის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

0.115341