ფეხბურთი

12:20 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე უკრაინას პლეი ოფში წარმატებას უსურვებს

“ვერავინ დამარწმუნებს, ესპანეთის ნაკრების სათავეში ჩემი დარჩენის აუცილებლობაში. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ფურია როხადან" წავალ. გადაწყვეტილება უკვე მივიღე და მას არასდიდებით არ შევცვლი”, - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ გუშინ კიევში უკრაინასთან მოგებული თამაშის შემდეგ.

“ფურია როხას” დამრიგებელმა თავისი გუნდიდან დავიდ დე ხეას და ტიაგო ალკანტარას თამაში გამოარჩია, უკრაინა შეაქო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში წარმატება უსურვა.

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი “ფურია როხას” ახალი დამრიგებლის ძებნას შეუდგა. ევროპის მოქმედ ჩემპიონთა დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ფედერაციის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების 2018 წლამდე გახანგრძლივება იუარა, აქაოდა, მწვრთნელობისგან დასვენება განვიზრახეო.

ვილიარი “ფურია როხას” დამრიგებლობის კანდიდატების შერჩევას უკვე შეუდგა და ახალი მწვრთნელის ვინაობას მომავალი წლის 2 იანვრამდე შევიტყობთ. სწორედ ამ დღესაა დანიშნული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

0.123009