ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი სეზონის ბოლომდე ერთ ჩაწოდებულ ეისზე 50 დოლარს ელენა ბალტაჩას სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს. აღნიშნული ფონდი ახალგაზრდებს ჩოგბურთის თამაშის საშუალებას აძლევს.
რამდენიმე კვირის წინ ენდი მარეიც გამოვიდა მსგავსი ინიციატივით. მარეი თითოეულ ჩაწოდებულ ეისზე 50 ფუნტ სტერლინგს ევროპაში ლტოლვილების დასახმარებლად გადარიცხავს.