ფეხბურთი

9:45 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია: მორიგი დაძლეული ბარიერი და ლამის ოპტიმიზმი

აღმოსავლეთგერმანიის ლაიციგში საქართველოს ნაკრების ძლევის შემდეგ იოაჰიმ ლიოვის ბუნდესმანშაფტმა ევროპის მომავალი ჩემპიონატის საგზური ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოიპოვა და ერთი საყურადღებო მიღწევაც აქვს. გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ 12-ედ დაძლია კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპი, სულ კი მიჯრით 23-ჯერ დაიმსახურა უმთავრეს საფეხბურთო ტურნირებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლა.

უკანასკნელად გერმანელებმა საკვალიფიკაციო ბარიერი 1968 წლის კონტინენტის პირველობაზე ვერ დაძლიეს. ალემანები ჯგუფში იუგოსლავიელებმა ჩატოვეს, რომლებმაც შემდეგომში ფინალამდე გააღწიეს, პირველი გადამწყვეტი მატჩი რომში იტალიასთან ფრედ დაასრულეს და მხოლოდ გადათამაშებაში დათმეს მასპინძელ “სკუადრა აძურასთან”.

გერმანიის ნაკრების გუშინდელ წარმატებას ბუნდესმანშაფტის ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი გამოეხმაურა: “საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატის წინ საქმე სანერვიულოდ არ გვექნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები სათანადო მოსამზადებელ შეკრებებს გაივლის და წარმატებითაც გამოვა. კარგად ვიცნობ იოაჰიმ ლიოვს. მას გუნდის დიდ შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლისთვის დიდი გამოცდილებაც აქვს და შესაფერისი უნარიც”.

0.111666