ჭადრაკი

1:46 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბო ჩემპიონატი “სამეგრელომ” მოიგო!

ურეკში დასრულდა საქართველოს 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომლის დასკვნითი ტურიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

მინიმალური ანგარიშით პირველი დამარცხება იწვნია ჩემპიონატის უცვლელმა ლიდერმა “სამეგრელომ” ქვემო ქართლის “რუსთავთან” შეხვედრაში. თუმცა, მეგრელთა გუნდის მიერ წინა ტურებში დაგროვილი ქულები ჩემპიონობისათვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა.

დიდი ანგარიშით 4.5:1.5 იმარჯვეს “თბილისმა” და “ქუთაისმა”, შესაბამისად, “კახეთთან’ და “ნონასთან”. ორი აუტსაიდერის შეხვედრაში კი, მასპინძლებმა (“გურია”) იმარჯვეს და რაჭველთა გუნდი “ამბროლაური” 4:2 დაჯაბნეს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. სამეგრელო – 12 (29 ქულა)
  2. რუსთავი – 10 (28)
  3. ქუთაისი – 8 (25.5)
  4. თბილისი – 8 (25)
  5. ნონა – 8 (22)
  6. კახეთი – 4 (20)
  7. გურია – 4 (11)
  8. ამბროლაური – 0 (6).

პირად დაფებზე გამარჯვებულები

I დაფა: მიხეილ მჭედლიშვილი (კახეთი) – 5,5 ქულა;

II დაფა: ვიტალი სივუკი (სამეგრელო) – 6 ქულა;

III დაფა: დავით მაღალაშვილი (ნონა) – 6,5 ქულა;

IV დაფა (ქალთა): ნინო ხურციძე (რუსთავი) – 5,5 ქულა;

V დაფა (ჭაბუკთა): მაქსიმ ჩიგაევი (სამეგრელო) – 6 ქულა;

VI დაფა (გოგონათა): ნასტასია ზიაზულკინა (რუსთავი) – 6 ქულა;

0.112818