კალათბურთი

21:40 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაბორალ კუჩამ” შენგელიას გარეშე იმარჯვა

ესპანეთის უმაღლესი ლიგა ქართველი ლეგიონერის გარეშე დაიწყო. სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, თორნიკე შენგელიამ და მისმა ქომაგებმა სამწუხარო ამბავი შეიტყვეს.

„ლაბორალ კუჩას“ ქართველ ფორვარდს მუხლის, კონკრეტულად კი მენისკის პრობლემების გამო, ექიმებმა 5-კვირიანი მკურნალობა გამოუწერეს, რომლის განმავლობაშიც ის მოედანზე ვერ გავა.

ესპანეთის პირველი ტურის მატჩში „ლაბორალ კუჩამ“ შენგელიას გარეშე სტუმრად ესტუდიანტესი 85:58 გაანადგურა. თორნიკე, რა თქმა უნდა, განაცხადში არ იყო და როგორც ჩანს უახლოესი 1 თვის მანძილზე ის მოედანზე არ გამოჩნდება.

მოგებულ მატჩში ვიტორიელთაგან 19 ქულით საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კოსიე გახლდათ, ამერიკელმა მაიკ ჯეიმსმა კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ვიტორიელთა ახალწვეული იანის ბურუსისი გახლდათ - 13 ქულა, 11 მოხსნა.

მომდევნო ტურში, 18 ქტომბერს, ვიტორიელები „მონბუსს“ უმასპინძლებენ. ამავე ლიგაში მოასპარეზე გიორგი შერმადინის „ანდორა“ კი ამ წუთებში „ბილბაო დომინიონს“ ეთამაშება.

www.gbf.ge

0.116369