ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და პროგნოზების გაკეთებაც იწყება. ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ telefoot-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრები მომავალი კონტინენტის პირველოს მთავარი ფავორიტია.
“ჩემი აზრით, საფრანგეთს ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებისთვის კონკურენციის გაწევა ხელეწიფება. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ეს გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული, თანაც ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც მატუიდი, ბენზემა და ვარანია. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი სახლში ითამაშებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია”, - თქვა ანჩელოტიმ.
ევროპის ჩემპიონატი დამდეგ ზაფხულს 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთი თვის თავზე დასრულდება.