ფეხბურთი

22:10 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბილია 2 კვირა იუქმებს

რომის “ლაციოს” კაპიტანი ლუკას ბილია დაუშავდა. არგენტინელმა შუახაზელმა ტრავმა სანაკრებო შეხვედრაში, ეკვადორთან მიიღო და როგორც ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა მომდევნო 15 დღის განმავლობაში უქმობა მოუწევს.

ბილიას იტალიის სერია A-ს მომდევნო ორი მატჩი და ევროპა ლიგის თამაში გაუცდება ტრონჰეიმის “როსენბორგის” წინააღმდეგ. ბილია მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაშავდა.

0.115207