tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “მონაკოს” ნახევარმცველის ბერნარდო სილვას გადაბირებას შეეცდება.
როგორც ცნობილი ხდება, იტალიურმა კლუბმა სკაუტები პორტუგალიის თამაშებზე უკვე გააგზავნა და სილვას შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაიწყო.
“მონაკო” მზადაა 21 წლის მოთამაშეს 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს. “იუვენტუსთან” ერთად ფეხბურთელისადმი ინტერესს “ბარსელონაც” იჩენს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.