ჩოგბურთი

15:56 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაიში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 7 021 335 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადე დასძლია, რისთი წყალობითაც 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

Shanghai Rolex Masters-ის კვალიფიკაციის პირველ წრეში მე-7 რეიტინგის მქონე ბასილაშვილმა იაპონელი შუიჩი სეკიგუჩი 6:4, 6:2 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-14 ნომრად მიჩნეულ ამერიკელ ოსტინ კრაიჩეკს სძლია – 6:3, 7:6 (8:6).

ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა აქტივს 35 სარეიტინგო ქულა შემატა და ლაივ-რეიტინგში 616 ქულით 83-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე მე-10 ნომრად განთესილი ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაშიც მეათეა. თუკი ნიკოლოზმა ეს ბარიერიც დასძლია, მე-2 რაუნდში არგენტინელ ლეონარდო მაიერსა და ჩინელ იან ბაის შორის უმჯობესს შეხვდება.

0.114202