Daily Mirror-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალი მწვრთნელი იურგენ კლოპი შეეცდება “მერსისაიდელები” რობერტ ლევანდოვსკით გააძლიეროს. გერმანელი სპეციალისტი პოლონელს “დორტმუნდში” წვრთნიდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს გამოყოფს “ლივერპული” ფეხბურთელის შესაძენად. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს და მიმდინარე სეზონში მისი ფასი კიდევ უფრო აიწევს.
2015/16 სათამაშო წლების სეზონში ლევანდოვსკიმ 11 მატჩში 16 გოლი გაიტანა. სანაკრებო დონეზე კი 3 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.