მექსიკის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა 2017 წელს რუსეთში ჩასატარებელ კონფედერაციათა თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. საამისოდ მექსიკელებმა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადენაში ამერიკის ნაკრებს დამატებით დროში 3:2 სძლიეს. შეხვედრას 92723 მაყურებელი დაესწრო.
აშშ და მექსიკა კონკაკაფის “ოქროს თასის” 2015 და 2013 წლების გათამაშებების გამარჯვებულები არიან, ამიტომაც კონფედერაციის თასზე ასპარეზობის დასაბევებლად მათ ერთმანეთში პლეი ოფის ტოლფასი მატჩის ჩატარება მოუწიათ.
2017 წელს კონფედერაციათა თასი 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, მატჩებს კი სანკტ-პეტერბურგი, ყაზანი და სოჭი უმასპინძლებენ.