ფეხბურთი

10:31 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” რეკორდი

იტალიის ნაკრებმა ბაქოში აზერბაიჯანის 3:1 ძლევით ევროპის მომავალი წლის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ამასთან “სკუადრა აძურამ” რეკორდიც დაამყარა. იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა საკვალიფიკაციო მატჩებში მიჯრით 49 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ რანგის მატჩებში აპენინელები ბოლოს 2006 წლის 6 სექტემბერს დამარცხდნენ.

აზერბაიჯანის დედაქალაქში წარმატებულიად ჩატარებული ასპარეზობის შემდეგ ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა ანტონიო კონტემ გაუზიარა: “როდესაც ევროპირველობაზე გამოსვლა დავიბევეთ, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს უპრობლემოდ შევძელით, მაგრამ გარწმუნებთ, ასე ნამდვილად არაა. ჩვენი გუნდი თანდათან უმატებს, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია. გავაძლიერეთ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ტაქტიკაშიც. ნაკრების ამ შემადგენლობამ საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნა, რაც სამომავლოდაც მაღალი შედეგების მიღწევაში დაგვახმარება. შესარჩევის ბოლო ტურში რომში ნორვეგიას ვმასპინძლობთ და საკვალიფიკაციო ეტაპის მაღალ ნოტზე, პირველ საფეხურზე დასრულება გვწადია”.

0.115712