ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში გამართული ქალთა 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა ტრიუმფით დასრულდა. ერთეულთა ტურნირის ფინალში მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჯულიეტ სტეურთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 6:4, 5:7, 6:1 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეს გაეჯიბრა და 6:3, 7:5 მოუგო.
ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა ტურნირის ფინალში პირველი რეიტინგით მოთამაშე ქვაცაბაიამ და გორგოძემ მე-3 ნომრად მიჩნეულ უზბეკებს (ხაბიბულინა-მერენკოვა) 7:6, 3:6, 10:6 სძლიეს.